logo_geo
eng_logo
ჟან-კლოდ იუნკერი: ყველა თურქი პატარა ერდოღანი არ არის
- +

20 მარტი. 2017. 13:15



ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროპაში მცხოვრები თურქები პასუხს არ აგებენ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკაზე.


დიდი განსხვავებაა თურქ ხალხსა და თურქეთის მთავრობას შორის. ყველა თურქი პატარა ერდოღანი არ არის. ევროკავშირში მცხოვრები თურქები კარგად ინტეგრირებულნი არიან და წვლილი შეაქვთ ევროკავშირის აყვავებაში", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.


იუნკერმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ აწუხებს თურქეთის მუქარა მიგრანტების შესახებ შეთანხმების შეწყვეტაზე.


თურქეთის ინტერესებში არ შედის, რომ მის სანაპიროსთან კონტრაბანდისტებმა და ბანდიტებმა გავლენის ბერკეტები ჩაიგდონ ხელში", - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.


ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ერდოღანის განცხადებებზე სიკვდილით დასჯის სასჯელის აღდგენაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული სასჯელის აღდგენა ავტომატურად ნიშნავს ევროკავშირსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების შეწყვეტას თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner