logo_geo
eng_logo
ქართული პასპორტის ფერი არ შეიცვლება
- +

20 მარტი. 2017. 13:25



ქართული შინდისფერი პასპორტის ფერის შეცვლა არ იგეგმება. ამის შესახებ „პირველს" იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.


როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, შინდისფერი პასპორტის შეცვლა არ იგეგმება, რადგან ის სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.


ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ხორვატიის გარდა, იყენებენ წითელი ან შინდისფერი შეფერილობის პასპორტებს. ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ევროკავშირში შესვლით, მაგალითად, თურქეთი, მაკედონია და ალბანეთი ცვლიან საკუთარი პასპორტის ფერებს. ეს ქვეყნები რამდენიმე წლის წინ წითელ შეფერილობაზე გადავიდნენ. სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნაწილის: ბოლივიის, კოლუმბიის, ეკვადორის და პერუს პასპორტის ფერებიც შინდისფერი შეფერილობისაა. ​


მსოფლიოში სულ ოთხი ფერის პასპორტი არსებობს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner