logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: სტრუქტურული რეფორმების განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება
- +

20 მარტი. 2017. 13:55


 

საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები" გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებსა და მათი იმპლემენტაციის ღონისძიებებზე.


პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე, რომლის განხილვაც, მისი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება.


დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად დაასახელა კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონის მიღება, რომლის შესაბამისადაც, უკვე მომავალი წლიდან ყველა შესაბამისი სტრუქტურა ამოქმედდება.

 

„ჩვენ საპენსიო რეფორმის კანონზე მუშაობას მიმდინარე წელს დავასრულებთ, მომავალი წლიდან კი მუშაობას დაიწყებს ყველა სათანადო სტრუქტურა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


მან ასევე გაამახვილა ყურადღება გადახდისუუნარობის კანონზე.

 

„ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს მყარი გადაწყვეტილება, რათა მასზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პირველი ვიცე-პრემიერის  დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, „ყველა ამ სტრუქტურული რეფორმის განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner