საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის თამაზ მეჭიაურის განცხადებით „მრეწველებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის დაპირისპირება აუცილებლად უნდა მოგვარდეს, თუ საჭიროა რადიკალური ზომებიც უნდა გატარდეს.
„ყველა რესურსი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული. კოალიციის პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთთან იმუშავებენ და თუ შეთანხმება არ მოხდა, ალბათ რადიკალური ზომების მიღების გარდა, სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება",- აღნიშნა მეჭიაურმა.
რაც შეეხება არჩევნებზე კოალიციის სუბიექტების დამოუკიდებლად გასვლის შესახებ მოსაზრებას, მეჭიაურმა განაცხადა - „მე ვთქვი, რომ თუ კოალიციაში შემავალი სუბიექტები თავად არ შეთანხმდებიან და კონსენსუსის მიღწევას ვერ მოახერხებენ, უმჯობესია, კენჭი დამოუკიდებლად იყარონ".