ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირის არც ერთი სხვა ქვეყანა არ მიჰბაძავს დიდი ბრიტანეთის მაგალითს, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე განაცხადა.
„ბრიტანეთის მაგალითი ყველას მიახვედრებს, რომ ჯობს, არ გავიდნენ ევროკავშირიდან.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ევროკავშირის დარჩენილი წევრები კვლავ შეიყვარებენ ერთმანეთს და გაანახლებენ თავიანთ აღთქმას ევროკავშირის წინაშე", - განაცხადა იუნკერმა.
ადრე ჟან-კლოდ იუნკერი წინადადებით გამოვიდა, რომ ევროკავშირი ფუნქციონირების უფრო ლიბერალურ მოდელზე გადასულიყო.