logo_geo
eng_logo
ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირის არც ერთი სხვა ქვეყანა დიდი ბრიტანეთის მაგალითს არ მიჰბაძავს
- +

20 მარტი. 2017. 14:52



ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირის არც ერთი სხვა ქვეყანა არ მიჰბაძავს დიდი ბრიტანეთის მაგალითს, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე განაცხადა.


ბრიტანეთის მაგალითი ყველას მიახვედრებს, რომ ჯობს, არ გავიდნენ ევროკავშირიდან.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ევროკავშირის დარჩენილი წევრები კვლავ შეიყვარებენ ერთმანეთს და გაანახლებენ თავიანთ აღთქმას ევროკავშირის წინაშე", - განაცხადა იუნკერმა.


ადრე ჟან-კლოდ იუნკერი წინადადებით გამოვიდა, რომ ევროკავშირი ფუნქციონირების უფრო ლიბერალურ მოდელზე გადასულიყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner