logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ე.წ. ციანიდის საქმეში სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვება
- +

20 მარტი. 2017. 15:29



მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ე.წ. ციანიდის საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის „რაიმე სახით ფიგურირებას" უარყოფს.


გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება ერთი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ეს არის ბრალდებული გიორგი მამალაძე. მას შესაბამისი მუხლით წაყენებული აქვს ბრალი. ამდენად, მე სხვა პიროვნებებზე რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან საქმეში სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner