საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 11-12 მარტის ბათუმის აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, რადგან ის საკმაოდ მოცულობითია საქმე.
„მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად გამოძიება. მე ასე კონკრეტულად ვერ დაგიკონკრეტებთ, ვისი დაკითხვა მოხდა და ვისი უნდა მოხდეს. მიმდინარეობს სრულყოფილი გამოძიება და შესაბამისად, საქმეზე დაიკითხება ყველა, ვისი დაკითხვის საჭიროებაც იარსებებს. საკმაოდ მოცულობით საქმესთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ამ არეულობაში ჩართული იყო საქართველოს ასობით მოქალაქე. შესაბამისად, საკამოდ შრომატევადი არის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ჩასატარებელია და ამ მიმართულებით მუშაობს გამოძიება," - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.