logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალეკო ელისაშვილს დაერქვა ცილისმწამებელი
- +

20 მარტი. 2017. 16:56



პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ელისაშვილს დაევალა საჯაროდ მისივე განცხადების უარყოფა და ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.


ბესელიას განცხადებით, მისთვის ეს ძალიან სასიამოვნო ამბავია.


მართალია, სასამართლომ პროცესი საკმაოდ გვიან დანიშნა და მე ერთი წელია ველოდები ამ პროცესს, ჩემთვის პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომლითაც სახელი დაერქვა უკვე მეორედ ალეკო ელისაშვილს, რომ ის გახლავთ ცილისმწამებელი. ეს თქვა გამოძიებამ მაშინ, როდესაც ჩატარდა ძალიან დეტალური გამოკვლევა. თქვენ ნახეთ, რომ გამოაშკარავდა ყველა ის სიცრუე, რასაც ის მიმართავდა, ახლა უკვე სასამართლომ თქვა იგივე. მას დაევალა, მის საყვარელ ტელეეთერში უარყოს ეს ცილისმწამებლური განცხადებები" - განაცხადა ეკა ბესელიამ. და აქვე აღნიშნა, რომ მისთვის სწორედ ეს არის პრინციპული.


რაც შეეხება ჯარიმის თანხის რაოდენობას, ბესელიამ განმარტა, რომ ორივე მოპასუხისგან 41 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითხოვდა.


მე ვითხოვდი ორივე მოპასუხიგან (ალეკო ელისაშვილი, ელისო კილაძე) 41 000 ლარს. სიმბოლური ციფრია, 41-თან ასოცირებული. თუმცა ისიც ვთქვი, რომ რამდენიც არ უნდა იყოს, ეს თანხა ჩაერიცხება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. ჩემთვის პრინციპულია გადაწყვეტილება, ქვეყანაში შეიქმნას პრეცედენტი, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებიც უმსგავსო, უღირს მეთოდებს მიმართავენ და არიან ცილისმწამებლები, პასუხი აგონ", - განაცხადა ბესელიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner