logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: არანაირ დირექტივებსა და მესიჯებს პროკურატურა არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს
- +

20 მარტი. 2017. 17:04



მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, კითხვაზე, იღებს თუ არა მთავარი პროკურორი, სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით „მთავრობისგან მესიჯებს", განაცხადა, რომ არანაირ დირექტივებსა და მესიჯებს პროკურატურა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებს.


ჩვენ არავისგან არაფერს არ ვიღებთ. თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ შესაბამისი საქმის საჭიროებებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არანაირ დირექტივებსა და მესიჯებს პროკურატურა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს. ჩვენთვის ერთადერთი დირექტივა არსებობს, საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner