მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, კითხვაზე, იღებს თუ არა მთავარი პროკურორი, სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით „მთავრობისგან მესიჯებს", განაცხადა, რომ არანაირ დირექტივებსა და მესიჯებს პროკურატურა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებს.
„ჩვენ არავისგან არაფერს არ ვიღებთ. თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ შესაბამისი საქმის საჭიროებებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არანაირ დირექტივებსა და მესიჯებს პროკურატურა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს. ჩვენთვის ერთადერთი დირექტივა არსებობს, საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.