თბილისის მერია ძლიერ ქართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ძლიერი ქარის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. თბილისის მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებიან, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა.
თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 722222", - ნათქვამია განცხადებაში.