თეთრი სახლის პრესსპიკერმა შონ სპაისერმა გერმანულ გამოცემა Speiegel-ს განუმარტა, თუ რატომ არ ჩამოართვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ხელი.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ მან შეკითხვა მოისმინა", - განაცხადა სპაისერმა. მისი თქმით, ინციდენტი გაუგებრობის გამო მოხდა. 18 მარტს, ანგელა მერკელი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა.
პროტოკოლით გათვალისწინებული ფოტოსურათის გადაღებისთვის ჟურნალისტებმა აშშ-ისა და გერმანიის ლიდერებს სთხოვეს ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთვათ. ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს ხელი გაუწოდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა მის სიტყვებზე რეაგირება არ მოახდინა და მას სავარძელზე დასხდომა შესთავაზა.
თუმცა, დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს ხელი თეთრი სახლის შესასვლელში ჩამოართვა. სურათი მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტის facebook-ის გვერდზე გავრცელდა.