logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლისას სააკაშვილის გვერდით იყო მისი პროკურორი გვარამია
- +

20 მარტი. 2017. 21:46


 

„სააკაშვილმა შექმნა პრეცედენტი იმისა, თუ როგორ უნდა ებრძოლა სიტყვის თავისუფლებასთან: დალეწა „იმედი" და მიიტაცა „რუსთავი-2", - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს.


„როგორც ვიცი, საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი. თავის დროზე ბატონებმა აქიმიძემ და დვალმა, რომელთაც პირადად არ ვიცნობ, შექმნეს პრეცედენტი და ქვეყანაში დამოუკიდებელი ტელევიზია გააჩინეს, ეს არ იყო ადვილი. სააკაშვილმა კი შექმნა პრეცედენტი იმისა, თუ როგორ უნდა ებრძოლა სიტყვის თავისუფლებასთან: დალეწა „იმედი" და მიიტაცა „რუსთავი-2". სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლისას სააკაშვილის გვერდით იყო მისი პროკურორი გვარამია, დღეს სიტყვის თავისუფლების ქომაგად რომ ასაღებს თავს. ამ ხალხმა შექმნა თავისუფალ სიტყვასთან მტრობის პრეცედენტი. როდესაც აქიმიძე-დვალის ტელევიზიას თავის დროზე დაემუქრა საფრთხე, მე მის დასაცავად ვიდექი. დღეს ყველამ ვიცით, რომ „რუსთავი-2" სააკაშვილის მიტაცებული ქონებაა და მისი ქონების დამცველად ნამდვილად ვერ გამოვდგები", - აღნიშნავს დავით მაღრაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner