logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: ფრაზა ორი გვამის შესახებ სააკაშვილის რეჟიმის სავიზიტო ბარათია
- +

20 მარტი. 2017. 21:51



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით და ბათუმის მოვლენებზე ისაუბრა.

 

„სააკაშვილის წინააღმდეგ ბევრი სამხილი დაგროვდა. იგი სისხლს ღვრიდა მაშინაც, როცა ხელისუფლების შენარჩუნება უნდოდა და ამას ცდილობს მას შემდეგაც, რაც ხელისუფლებას ჩამოშორდა. ფრაზა ორი გვამის შესახებ სააკაშვილის რეჟიმის სავიზიტო ბარათია. ჩვენი ხელისუფლება უშეცდომო არ არის. ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მაგრამ „ქართული ოცნება" რეპრესიებს არ ატარებს. ის ხალხზეა ორიენტირებული. საზოგადოება ამას ხედავს. დაწყებული საქმეების გამოძიება კი აუცილებლად დასრულდება. ამას დრო უნდა. ვერც მასობრივ არეულობებს გამოიწვევენ. ბათუმში აშკარად იგრძნობოდა პროცესების ხელშეწყობა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. მასობრივი არეულობა არ გამოვა. ხელისუფლება ყველა გამოწვევისათვის მზად არის", - აცხადებს ბუკია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner