კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იგი საკუთარი ბოღმის და ავადმყოფური ინტერესების ტყვეობაშია... ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ცხრა საათიანი „კურიერის" სიუჟეტი, აღნიშნულის ნათელი მაგალითია.
„აქციის მონაწილეების მხრიდან სამართალდამცავების მისამართით ისმის შეურაცმყოფელი სიტყვები, პოლიცია დაპირიპირებას თავს არიდებს"... „მომიტინგეთა ნაწილი, ძირითადად ახალგაზრდები დროდადრო ცდილობენ სამართველოს შენობას შეუტიონ, სამართალდამცავებს ისინი მოლოტოვის კოკტეილებს და ქვაფენილიდან აყრილ ქვებს ესვრიან" - ასეთი შეფასებები გაკეთდა „კურიერში".
კი მაგრამ, აბა რა გეგონათ, პოლიცია და სპეცრაზმი ისე მოიქცეოდა, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს?! რა, რახან ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გინდოდათ... გული დაგწყდათ?! იმედი გაგიცრუვდათ?!", - წერს ლილუაშვილი.