შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბოლო დროს ნარკოტიკების ე.წ ჩადებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ფაქტები, რომელიც არსებობს, რეალურია.
„ყველს განცხადება ე.წ ჩადებებთან დაკავშირებით უკავშირდება ერთ მიზანს - მოსალოდნელი პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას. არავის შვილობა, არავის პროფესია, არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია. ის ფაქტები, რაც სახეზე გვაქვს, რეალურია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.