logo_geo
eng_logo
ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე, შესაძლოა, მომავალ კვირას გავიდეს
- +

21 მარტი. 2017. 00:04



ქუთაისის „ტორპედო" აუქციონზე, შესაძლოა, მომავალ კვირას გავიდეს. ამ დრომდე გუნდის ღირებულების შესწავლა მიმდინარეობს.


ლევან სამხარაულის ბიურომ თავდაპირველად კლუბი 700 000 ლარად შეაფასა, თუმცა,  იანვარში ლარის კურსის ცვლილების გამო ღირებულების ხელახალი განსაზღვრა ხდება.


როგორც ქუთაისის მერი შოთა მურღულია განმარტავს, თვითმმართველობამ ექსპერტიზის ბიურის ყველა დამატებითი საბუთი მიაწოდა.

 

„ჯერ არ ვიცით "ტორპედოს" ახალი ღირებულება, თანხას შესაბამისი სამსახური დაადგენს. ჩვენ გადავაგზავნეთ ყველა მონაცემები, რაც მოგვთხოვა სამხარაულის ბიურომ. ველოდებით მათ შესწავლას. ამის შემდეგ გუნდი აუქციონზე გავა", - განაცხადა შოთა მურღულიამ.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კლუბის შეძენით მხოლოდ ზაალ ჩაჩავაა დაინტერესებული, რომელიც კლუბის პრეზიდენტი იყო. ჩაჩავას განცხადებით, „ტორპედოს" შეძენის შემთხვევაში კლუბისათვის წლიურად 5 მილიონი ლარი  დაიხარჯება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner