საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „tvპირველის" ეთერში პრეზიდენტის ნომერ მეექვსე ვეტოს შესახებ ისაუბრა.
„ერთი ისტერიული ბრძანება ყოფილი პრეზინდეტის მიერ გაცემული ისე სრულდებოდა, რომ ფეხსაცმელები უცვდებოდათ ზოგიერთებს სირბილში. რეალურად ჯერ საკუთარ თვალებში ჩიახედონ და მერე სხვის თვალებში დაინახონ. რაღაც უცნაურ დოკუმენტებს აფრიალებენ, ასეთი დოკუმენტებს მე და თქვენც შევქმნით, დიანა. (ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე). ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, რომ თითქოს საიდანღაც ვიღაც იმართება, არსად არავინ არ იმართება. ადამიანზე ორიენტირებულმა ხელისუფლებამ, დღეს არსებულმა ხელისუფლებამ, ამხელა თავისუფლება გასცა, ის თავისუფლება, რომელიც თავის დროზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა განშტოებებმა საქართველოს წაართვეს", - აცხადებს მათიკაშვილი.