სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამუშაო ვიზიტით აშშ -ში, ვაშინგტონში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სუს-ის უფროსის შეხვედრები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრებზე საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვაა დაგეგმილი.