logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პაპავა: ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება!
- +

30 მარტი. 2016. 18:19



ვლადიმერ პაპავას განცხადებით, თსუ-ს რექტორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მან პირადი სურვილის საფუძველზე მიიღო. აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით პირადი განცხადების საფუძველზე მივმართე, ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება", - აღნიშნა პაპავამ.



მისი თქმით, მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების მიერ გამართული შიმშილობის აქცია, თუმცა არ სურს, რომ უნივერსიტეტში მსგავსი პროცესები მიმდინარეობდეს.



იცით ჩემი პრინციპული პოზიცია ამ დღეების განმავლობაში, როდესაც ვამბობდი, რომ გადადგომის საკითხი არ განიხილებოდა. დადგა დრო, როდესაც გაანალიზებული და გაცნობიერებულია სხვადასხვა პროცესები, რაზეც საუბარს არ ვთვლი მიზანშეწონილად და მივიღე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა, მაგრამ კანონის მიხედვით, მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად საჭირო არის დრო, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ელ მაისამდე მე ვარ რექტორი. შემდეგ კი ჩატარდება მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები", - განაცხადა პაპავამ.



უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საუნივერსიტეტო კოლეგიამ უნდა აირჩიოს, რომელიც დოქტორის ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალისგან შედგება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner