ავტორი სალომე უერთაშვილი
პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ „რეპორტიორთან" საუბრისას პუტინის განცხადების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვმდებარებაში იქნებიან. ხოფერიას თქმით, რთულია პუტინის გადაწყვეტილებებში პოზიტივის პოვნა.
„ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ბევრი თემა დახურულია და არ არის გამჭვირვალე, მითუმეტეს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. რა თქმა უნდა, რთულია პოზიტივი ეძებო იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი იღებს ბოლო პერიოდის განმავლობაში. ზოგადად, ვფიქრობ, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი ამოწურულია, ამან ვერ იმუშავა. საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმ საკითხზე, რომ გაიხსნას დიპლომატიური არხები რუსეთსა და საქართველოს შორის.
უბრალოდ, ვერ ვხვდები, თვითონ ოსეთის რეჟიმი რას ფიქრობს და როგორ ხედავს თავის განვითარებას ამ ჭრილში", - განაცხადა ხოფერიამ.