logo_geo
eng_logo
„არ გაბედოს არცერთმა „ნაცმოძრაობის“ წევრმა აგვიკრძალოს საუბარი იმაზე, თუ რა გამოვიარეთ ცხრა წლის განმავლობაში“
- +

21 მარტი. 2017. 01:40



პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ „რეპორტიორთან" საუბრისას ბათუმის მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია რეაგირება, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეწყვიტოს ჭკუის სწავლება.


„საკუთარი მენტალიტეტიდან და წარსულიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობისთვის" წარმოუდგენელი იყო, რომ ხელისუფლება არ გამოიყენებდა აგრესიულ ძალას სპეცდანიშნულების რაზმის   მხრიდან, მათ ეს ვერ წარმოიდგინეს.

 

ყველა საჯარო გამოსვლაში, როგორც კი ხდება პარალელის გავლება 2012 წლამდე მოვლენებთან, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იწყებენ შენიშვნის მიცემას და ამბობენ, რომ მივდივართ მომავლისკენ და უკან დაბრუნება და წარსულის გახსენება არ არის საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან მომზადებული თემაა. მათ არ აქვთ პასუხები საკუთარ წარსულთან დაკავშირებით, ამიტომაც გვიკიჟინებენ, რომ არ გავავლოთ პარალელები ჩვენს უახლეს ისტორიასთან. კი ბატონო, ეს შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ისინი აღიარებენ იმ დანაშაულებს, რომელიც ჩადენილი აქვთ 2012 წლამდე და ჩვენი სამართალდამცავები მისცემენ სამართლებრივ შეფასებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავჩუმდებით და აღარ გავიხსენებთ ამ წარსულს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გაბედოს არცერთმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აქტივისტმა, მხარდამჭერმა, რომ აგვიკრძალოს საუბარი იმაზე, თუ რა გამოვიარეთ ცხრა წლის განმავლობაში. მივმართავ „ქართული ოცნების" პოლიტიკურ ელიტას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრებინონ ჭკუის სწავლება ამ დამნაშავეებს და კრიმინალებს", - განაცხადა ხოფერიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner