logo_geo
eng_logo
ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი გახდა
- +

21 მარტი. 2017. 01:44



იტალიის ქალაქ პიზაში, ეტლით ფარიკაობაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში, ქართველი პარასპორტსმენი, ირმა ხეცურიანი ჩემპიონი გახდა.


ხეცურიანმა რაპირაში მოპოვებულ ბრინჯაოს, ხმალში ოქროს მედალიც მიამატა და სამშობლოში ორი მედლით ბრუნდება. ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში გერმანელი მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 15:4 დაამარცხა.


ეს ირმა ხეცურიანის მეხუთე ოქროა კარიერაში. აღსანიშნავია, რომ რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი - ნინი თიბილაშვილიც.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner