logo_geo
eng_logo
ჟოზეფ დოლი: მინდა, რომ საქართველო სამართლებრივი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო იყოს!
- +

30 მარტი. 2016. 18:20

 

 

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლიმ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მინდა ვუთხრა ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს - ვიზალიბერალიზაცია გექნებათ, მაგრამ შეიძლება ეს დროში გაიწელოს, ეს არის ევროპული პროცედურა".



მისივე განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებობს პროცედურა, ის გრძელდება და იქნება პოზიტიური, მაგრამ არ იცის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება მოხდება 15 ივნისს თუ წლის ბოლოს. 



"ეს არის ევროპული პროცედურა. მინდა ვუთხრა ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს - ვიზალიბერალიზაცია გექნებათ, მაგრამ შეიძლება ეს დროში გაიწელოს. მოგეხსენებათ, ევროპაში დღეს არის ტერორიზმის აფრთხე, ბევრი საკითხი, რომელიც ევროპას აწუხებს.

რაც შეეხება მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას შეუძლია კრიტიკოსებს პასუხი გასცეს.


ეს არის პოლიტიკა, მე მაკრიტიკებენ, მაგრამ შემიძლია გავცე პასუხი. მინდა, რომ საქართველო სამართლებრივი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო იყოს, ეს არ დამავიწყდება და ერთიც უნდა ვთქვა - მე გავაგრძელებ მუშაობას "ნაციონალურ მოძრაობასთან," რომელიც იცავს ამ სამ ადამიანს და იმ ევროპულ მომავალს, რომელიც საქართველოს აქვს", - განაცხადა ჯოზეფ დოლიმ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner