logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: ბიძინა ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დავუდგათ...
- +

21 მარტი. 2017. 02:06



ბიზნესმენ ლევან ვასაძე ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საუბრობს. ვასაძის განცხადებით, ივანიშვილს საქართველოში ორი ძეგლი უნდა დაუდგან.


„უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ მას მინიმუმ ორი ძეგლი უნდა დავუდგათ - ერთი, კოლოსალური ქველმოქმედებისთვის, რაც მან ქვეყანაში სრულიად უანგაროდ გასწია. ბეცია ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ამას აკეთებდა იმიტომ, რომ პოლიტიკაში უნდოდა მოსვლა. ეს არის ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედი და მეორე ძეგლი მას ეკუთვნის იმისთვის, რომ მან ეს დესპოტური რეჟიმი მოგვაშორა. მისთვის უდიდესი ორი მადლობა გვაქვს სათქმელი", - განაცხადა ლევან ვასაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner