logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ყველა ცილისმწამებელი ასე წააგებს სასამართლოს!
- +

21 მარტი. 2017. 03:15


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველა ცილისმწამებელი ასე წააგებს სასამართლოს! ეს ერთი და სხვა მრავალი! საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს ეკა ბესელიას წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების საჯაროდ უარყოფა და 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა!", - წერს ჯღარკავა.

 

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილს დავა მოუგო.

ეკა ბესელიას ადვოკატის გიგა კვერენჩხილაძის ინფორმაციით, საქმე ეხება ალეკო ელისაშვილის მხრიდან ეკა ბესელიას მისამართით სატელევიზიო ეთერიდან გაჟღერებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner