logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: "ნაციონალების" მიერ დაგეგმილი ავანტურა ჩავარდა!
- +

30 მარტი. 2016. 18:22

 


როგორც ზვიად  კვაჭანტირაძე "facebook"-ზე  წერს, "დღევანდელ ოფიციალურ შეხვედრებზე დოლმა აღარ გაიმეორა ის კონკრეტული ფორმულირება, რაც მანამდე წაიკითხა "რუსთავი 2"- ის ეთერში.


კვაჭანტირაძე ასევე წერს, რომ ჟოზეფ დოლის ვიზიტის შედეგების მიხედვით აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი ავანტურა - ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე შეეყვანათ შეცდომაში და მისი სახელით დაეშანტაჟებინათ ქართველი ამომრჩეველი, ჩავარდა.




"ჟოზეფ დოლის თბილისში ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრების შედეგების მიხედვით აშკარაა, რომ "ნაციონალების" მიერ დაგეგმილი ავანტურა, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე შეეყვანათ შეცდომაში და მისი სახელით დაეშანტაჟებინათ ქართველი ამომრჩეველი - ჩავარდა! ეს "ნაცების" მიერ გაკეთებულ პირველივე კომენტარებში აშკარა გახდა და დღეს უკვე ოფიციალურ შეხვედრებზე სტუმარმა აღარ გაიმეორა ის კონკრეტული ფორმულირება, რაც მან ადრე წაიკითხა "რუსთავი 2"-ის ეთერში და რაც ჩვენ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც კი უმკაცრესად გავაპროტესტეთ. ხაზგასმით უნდა გავიმეორო, რომ საქართველოს (და არა მხოლოდ "ნაცმოს") ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს ევროპის სახალხო პარტიაში, ისევე, როგორც ამ ოჯახის წევრ სხვა პარტიებში და მათ შორის არიან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები და ევროდეპუტატები. ისინი აღნიშნავენ ჩვენი ხელისუფლების და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს ასოცირების შეთანხმების შესრულებასა და ევროინტეგრაციულ პროცესებში და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის უახლოეს მომავალში დაწესებას.



ამასთან, კვაჭანტირაძე "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, საკუთარი ავანტურისტული მიზნების მისაღწევად აღარ გამოიყენონ ევროპის სახალხო პარტიის დამსახურებულად მაღალი ავტორიტეტი და მისი წარმომადგენლების ნდობა.



მოვუწოდებ რეაქციონერებს "ნაციონალური მოძრაობიდან," მომავალში აღარასოდეს იკადრონ და ბოროტად აღარ გამოიყენონ ევროპის სახალხო პარტიის დამსახურებულად მაღალი ავტორიტეტი და მისი წარმომადგენლების ნდობა საკუთარი ავანტურისტული მიზნების მისაღწევად. ყველამ კარგად დაინახა, რომ ისევ თავი შეირცხვინეთ ჩვენი ევროპელი კოლეგების წინაშე, თორემ ქვეყნის შიგნით საკუთარ ავტორიტეტზე ისედაც კარგად უწყით", - ნათქვამია კვაჭანტირაძის განცხადებაში. 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner