logo_geo
eng_logo
დღეს კაფე-თეატრის სცენა პოეტ გიორგი ზანგურს უმასპინძლებს
- +

21 მარტი. 2017. 13:05



21 მარტს, პოეზიის საერთაშორისო დღეს, 20:30 საათზე, კაფე-თეატრის სცენა პოეტ გიორგი ზანგურს უმასპინძლებს.


კაფე-თეატრის სტუმრები ახალგაზრდა პოეტის როგორც ძველ, ასევე  ახალ ლექსებს მოისმენენ.


„კაფე-თეატრი" - არტის და ბიზნესის უჩვეულო შერწყმა თბილისის უძველეს უბანში, ამასთან, ახალი პლატფორმა ნიჭიერი არტისტებისთვის, მწერლებისთვის და მუსიკოსებისთვის.


სამღებროს ქუჩაზე ბინა კაფე-თეატრმა, სულ, 2 თვეა დაიდო. მისი კონცეფცია ქართული რეალობისთვის უჩვეულოა -  ქართულ-ევროპულ სამზარეულოსა და თეატრის სცენას ის ერთ სივრცეში აერთიანებს. ახალი პლატფორმა ნიჭიერ არტისტებს, მუსიკოსებსა და მწერლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი შემოქმედება საზოგადოებას გააცნონ - ყოველკვირეულად ეწყობა თეატრალური წარმოდგენები, აგრეთვე, მუსიკალური საღამოები, სხვადასხვა ცნობილი, თუ ამ დრომდე უცნობი მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.


კაფე-თეატრი ახორციელებს პროექტებს, ასევე, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. სოლიდარობის ფონდსა და კაფე-თეატრს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის შედეგადაც, რესტორანში გაყიდული ერთი სახეობის დესერტიდან თანხა ყოველთვიურად ირიცხება სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner