logo_geo
eng_logo
ჯოზეფ დოლი: უახლოეს პერიოდში აუცილებლად გექნებათ ვიზალიბერალიზაცია
- +

30 მარტი. 2016. 18:43



მე ვეუბნები ქართველ მოქალაქეებს  უახლოეს პერიოდში აუცილებლად გექნებათ ვიზალიბერალიზაცია" - ამის შესახებ ჯოზეფ დოლიმ ე.წ. მატროსოვის ციხეში გიგი უგულავასთან და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.



ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია.



ქვეყანას ეძლევა ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ მე არ ვიცი, ეს იქნება 15 ივნისს, თუ ეს მოხდება წლის ბოლოს. მე მივაღწიე საქართველოში იმას, რისთვისაც ადრე არ მიმიღწევია, მედია კარგად მუშაობს. ჩემი კარიერის განმავლობაში მე ყოველთვის წყნარად, მშვიდად ვმუშაობ და ვცდილობ, პრობლემები წყნარად გადავწყვიტოთ. საქართველოში კი მოხდა ისე, რომ ჩემს ჩამოსვლას ისეთი ამბები მოჰყვა, რასაც არ ველოდი. მე ვეუბნები ქართველ მოქალაქეებს, უახლოეს პერიოდში აუცილებლად გექნებათ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ ეს შეიძლება გაჭიანურდეს. ევროპაში არის პრობლემები, მათ შორის, ტერორიზმი, რომელიც ევროპას აფიქრებს. მე საქართველო აუცილებლად ევროპაში წარმომიდგენია", -განაცხადა ჯოზეფ დოლიმ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner