logo_geo
eng_logo
მეუფე პეტრე წმინდა სინოდს ტოვებს?
- +

21 მარტი. 2017. 13:38



„პრაიმტაიმი" ე.წ. ციანიდის საქმესა და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე ანალიტიკურ სტატიას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ.

 

„ე.წ. ციანიდის საქმის ფონზე სკანდალური განცხადებები გააკეთა ჯერ პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა და შემდეგ მიტროპოლიტმა პეტრემ. ორივე მათგანი დარწმუნებული იყო დაკავებული დეკანოზის სიმართლეში და ორივე აცხადებდა, რომ ზუსტი ინფორმაციები ჰქონდა ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე, რომლის უკანაც შორენა და სხვა დაინტერესებული პირები დგანან.

 

სოსო ოხანაშვილმა სკანდალურ თემებსა და ფარულ გარიგებებზე საუბარი მაშინ დააანონსა, როდესაც გადაცემა „არჩევანში" თავისი დაკავება არ გამორიცხა. ხმაურიანი განცხადებები მას ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ უნდა გაეკეთებინა. სოსო ოხანაშვილი აცხადებდა, რომ ის საპატრიარქოში უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა.

 

მაშინვე ექსპერტებმა სოციალურ ქსელებში არ გამორიცხეს, რომ ოხანაშვილს არ შეიძლება ჰქონოდა რაიმე ფაქტები და თუ მაინც ჰქონდა, ეს კიდევ უფრო სახიფათო დასკვნების საშუალებას მისცემდა საზოგადოებას. საიდან შეიძლება იცოდეს უსამართლობის შესახებ ოხანაშვილმა? ხომ არ ხელმძღვანელობდა ის ფარულ მოსმენებს საპატრიარქოში? ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ ოხანაშვილი ბაჩო ახალაიას თანაშემწე იყო და სწორედ ახალაიას დავალებით დაიწყო უსაფრთხოების სისტემის აწყობა საპატრიარქოში. ინფორმაციები კი საპატრიარქოდან სააკაშვილის ხელისუფლების დროს მუდმივად ჟონავდა.

 

უსამართლობასთან ბრძოლაზე აკეთებდა აქცენტს მეუფე პეტრეც. თუმცა, ხმაურიან განცხადებებს არც ის გასცდენია. ზოგიერთი ექსპერტის განმარტებით, ეკლესიაში არ შეიძლება იყოს კორუფციული სქემები ან რაიმე სახიფათო გარიგებები, იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესია არ არის სახელმწიფო რეგულირების სივრცეში.

 

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სკანდალური დოკუმენტების გამომზეურება დაანონსდა, თუმცა, ჯერჯერობით არაფერი ჩანს. პროკურატურა კი, როგორც ითქვა, მორიგი ჩანაწერების გასაჯაროებისთვის ემზადება.


ახლა გარკვეული პაუზა აქვს აღებული მეუფე პეტრესაც. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ - მას ტელევიზიის ხელმძღვანელობის უფლება ჩამოერთვა - მეუფემ, თავის მომხრეებთან ერთად, შეიძლება სინოდი ან ეკლესია დატოვოს და სხვა ე.წ. რეფორმატორული პროცესი წამოიწყოს", - ნათქვამია „პრაიმტაიმის" მიერ გავრცელებულ სტატიაში. 


თავად მეუფე პეტრე „პრაიმტაიმთან" საუბარში ასეთ ვარაუდებს „მზაკვრობას უწოდებს".


„ეს მორიგი მზაკვრობაა, ცრუ ინფორმაციაა", - აღნიშნა მან.


„სხვათა შორის, 90-იან წლებში ეკლესია რამდენიმე მაღალმა სასულიერო პირმა დატოვა. მაშინ მათ ბინა ერთ-ერთ სახლში დაიდეს, ხატებიც იქვე განათავსეს და წირვა-ლოცვასაც ახორციელებდნენ. ისინი მაშინ პატრიარქს განუდგნენ და პირველი ხმაურიანი განცხადებებიც გააკეთეს. თუმცა, მოგვიანებით, მათ ე.წ. რეფორმატორული პროცესი ჩაეშალათ", - წერს გამცოემა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner