logo_geo
eng_logo
გალარების პროგრამის შედეგებს საქართველოს ბანკების ასოციაცია პოზიტიურად აფასებს
- +

21 მარტი. 2017. 14:01



„საქართველოს ბანკების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, 17 მარტის მდგომარებით, გალარებული სესხების რაოდენობამ 5 092 მსესხებელს მიაღწია, გალარებული სესხების მოცულობა კი, 70.9 მლნ ლარია. ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

 

„როგორც წინა, 27 თებერვალს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან აქტივობა საკმაოდ მომატებული იყო და 24 თებერვლისთვის მხოლოდ ბოლო 10 დღეში გალარებული სესხების როდენობა იყო გაორმაგებული და ეს მაჩვენებელი უკვე 1 700 მსესხებელს აღემატებოდა. შესაბამისად, ჩვენი პროგნოზიც იყო ოპტიმისტური. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგნოზი და მოლოდინები მთლიანად გამართლდა და 17 მარტის მდგომარებით, გალარებული სესხების რაოდენობამ 5 092 მსესხებელს მიაღწია, ხოლო გალარებული სესხების მოცულობამ 70.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასალარებელი პორთფელის რაოდენობრივად 18,8 %, ხოლო თანხობრივად 17,75 %-ს შეადგენს ანუ ამ 24 თებერვლიდან 17 მარტამდე პერიოდში, გალარებული სესხების რაოდენობა პრაქტიკულად გასამმაგდა", - განაცხადა ცუცქირიძემ.


მისივე თქმით, ასევე ახდა კიდევ ერთი პროგნოზი გალარების პროცესის დასასრულს, ბოლო დღეებში მოსალოდნელ აქტივობაზე.


„წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო, რადგან ვინც თუნდაც 3 წლის წინ აიღო სესხი, სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად, არცთუ მცირე ზარალი ნახა. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ მსესხებელთა ნაწილი გაცილებით ფრთხილ პოზიციას დაიჭერდა და ვადის მოახლოებას დაელოდებოდა, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, თუ როგორი იქნებოდა სავალუტო კურსი, თუ რა პოზიცია ექნებოდათ მათ ნაცნობებს და ა.შ. გარდა ამისა, პროგრამის მეორე ნახევარში ადამიანებს გაცილებით მეტი ინფორმაცია ჰქონდათ გალარების პირობებზე, ბანკები აწარმოებდნენ საკმაოდ აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას თავიანთ კლიენტებთან", - განაცხადა ცუცქირიძემ.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner