logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა
- +

21 მარტი. 2017. 14:33



თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ რატი გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემაში დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახით 3100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.


მოსამართლემ სასჯელის გამოყენებისას, იმ გარემოებებით იხელმძღვანელა, რომ რატი გაჩეჩილაძე დანაშაულს აღიარებს და წარსულში ნასამართლევი არაა. გაჩეჩილაძეს შეფარდებული ჯარიმიდან 100 ლარი, პატიმრობაში გატარებული პერიოდის სანაცვლოდ ჩამოაკლდა და საბოლოოდ მას 3-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ფიზიკურად 7 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გაუსწორდნენ. ინციდენტიდან რამდენიმე საათში რატი გაჩეჩილაძემ ნიკა გვარამიას ცემის ფაქტი აღიარა და პოლიციას ჩაბარდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ათასლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner