საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 500-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გუშინ 16 საათიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
სამსახურის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის განცხადებით, გამოძახებათა განსაკუთრებული სიხშირე გუშინ საღამოს და ღამით დაფიქსირდა, თუმცა გამოძახებები ამ დრომდე გრძელდება.
„მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, ყოველ გამოძახებაზე ხდება გასვლა. ძირითადად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, დაზიანებულია სახურავები", - აცხადებს გელაშვილი.