logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: გუნდში მოხდება მსჯელობა და ვეტო დაიძლევა
- +

21 მარტი. 2017. 15:03



„ისეთი პირი უჩანს, რომ პრეზიდენტი დამოკიდებული ხდება ვეტოზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქანთარია „ფარული მოსმენების" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსმენები ფართო საზოგადოების პრობლემას არ წარმოადგენს.


„მინდა, მჯეროდეს, რომ ეს პრეზიდენტის ნამდვილი პოზიციაა და ის ასე ფიქრობს. იმედია, ეს ვეტო არ არის ნაკარნახევი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისგან და რაღაც გავლენების ქვეშ არ იმყოფება პრეზიდენტი, ან უფრო შორს გამიზნული გეგმები არ აქვს.

 

კანონპროექტი მოსმენების შესახებ იდეალური არ არის, მაგრამ ეს იყო ნაკარნახევი საკონსტიტუციო სასამართლოსგან, ამიტომაც პარლამენტი ვალდებული იყო, გარკვეული შუალედი მოეძებნა. ვფიქრობ, ეს სწორედ ის არის, რაც იმ პირობებში მოიძებნა. ერთი მხრივ, არ მოხდა უსაფრთხოებისთვის ხელის შეშლა, მეორე მხრივ კი, დაცულია ადამიანის უფლებები და არ შექმნილა გარკვეული პრობლემა. ისე, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას თუ მოუნდა ვინმეს მოსმენა, რაც არ უნდა მრავლად იყოს გასაღები, მაინც მოუსმენს, უბრალოდ, ეს არის ნდობის საკითხი. მგონია, რომ ეს ვიწრო ჯგუფის პრობლემაა და არა ჩვენი საზოგადოების ფართო ფენების.

 

გუნდში მოხდება მსჯელობა და თუ საჭირო იქნება, ვეტო დაიძლევა", - აცხადებს ქანთარია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner