logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ჟურნალისტებს: თქვენს პროფესიონალიზმზე დამოკიდებულია ხელისუფლების მუშაობის ხარისხი
- +

21 მარტი. 2017. 15:04



„ჟურნალისტებს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე წერს.


„თქვენს პროფესიონალიზმზე, პრინციპულობაზე და თავისუფლებაზე დამოკიდებულია ხელისუფლების მუშაობის ხარისხი და მოსახლეობის „ცოდნა" მიმდინარე პროცესებზე შინ თუ გარეთ. თქვენ ხართ ხიდი რეალობასა და ადამიანების განწყობას შორის და თითოეულ ინფორმაციას, თითოეული სიტყვას ამ ხიდზე ატარებთ ფაქიზად და ლაღად.

 

ჟურნალისტების, მედიის მუშაობის ხარისხი განაპირობებს სამოქალაქო ცნობიერებას, საზოგადოებრივ აზრს და განწყობას.

 

თქვენ ხართ ხალხის და ხელისუფლების ხელისუფლება - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, გისურვებთ მაღალ სტანდარტს და დიდ მიღწევებს თქვენს საინტერესო საქმიანობაში!" - წერს კალაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner