logo_geo
eng_logo
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა
- +

21 მარტი. 2017. 16:48



შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის და კავშირის - „ჩვენი ბავშვები" ერთობლივ კამპანიას - „ჩემი ხმა საზოგადოებაში" შეურთდა, რომელიც  15-21 მარტს მიმდინარეობდა.


კამპანიის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტებში საინფორმაციო აქტივობები მოეწყო. დაცვის პოლიციელებმა მოქალაქეებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოს - ფერადი  წინდის და  დაუნის სინდრომის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.


საინფორმაციო კამპანიის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner