შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის და კავშირის - „ჩვენი ბავშვები" ერთობლივ კამპანიას - „ჩემი ხმა საზოგადოებაში" შეურთდა, რომელიც 15-21 მარტს მიმდინარეობდა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტებში საინფორმაციო აქტივობები მოეწყო. დაცვის პოლიციელებმა მოქალაქეებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოს - ფერადი წინდის და დაუნის სინდრომის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
საინფორმაციო კამპანიის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ.