დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, სოსო ერქომაიშვილი და გია ებრალიძე საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას" ბენეფიციარებს ესტუმრნენ და ტკბილეული მიუტანეს. ცენტრის ბენეფიციარებმა კი სტუმრების საპატივსაცემოდ ღონისძიება გამართეს.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს 21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ გამოაცხადა.
ამ დღეს მსოფლიოში ადამიანები, დაუნის სინდრომით, ასევე, ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.