საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტების საერთაშორისო დღეს ულოცავს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებსს დღეს, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად, ერთობლივი განცხადების გაკეთებისას უსურვა.
„მოგესალმებით, პირველ რიგში, დღეს არის ჟურნალისტების საერთაშორისო დღე და მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები თქვენს პროფესიულ საქმიანობაში",- მიმართა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.