logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: 16 აპრილს სრულიად ახალი თურქეთი დაიბადება
- +

21 მარტი. 2017. 17:39



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ აი ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, თურქეთი ყოველმხრივ და დეტალურად განიხილავს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობებს.


თურქეთი პასუხს მოითხოვს მასზე წნეხის განხორციელების მცდელობებზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ პასუხს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან მიმართებაში უხეშ მოპყრობაზე, რომლებსაც ჰოლანდიელი პოლიციელები ძალის გამოყენებით მიათრევდნენ.

რიგი ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩაეშალათ თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური პირების მონაწილეობით ჩასატარებელი ღონისძიებები. მეტი ვერაფრით ვერ დაგვემუქრებიან, ვერც ევროკავშირში გაწევრიანებით, ვერცრეადმისიის შესახებ" შეთანხმებით. მორჩა, ეს დრო დასრულდა. 16 აპრილს მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადავალთ და სრულიად ახალი თურქეთი დაიბადება. წლების განმავლობაში ევროკავშირი მიგვითითებდა თავის კრიტერიუმებზე, ახლა კი თვითონ თელავენ თავიანთ კრიტერიუმებს. 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებით, დავილაპარაკებთ. როგორც ახლა, ასე საქმე ვერ გაგრძელდება", - განაცხადა რეჯეფ აი ერდოღანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner