უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე პარასკევს დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც საყვარელიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დღეს მას დაუკავშირდა პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დიმიტრი სუსი, რომელსაც საყვარელიძე პროკურატურის თანამშრომლების დაშანტაჟებაში ადანაშაულებს.
დაკითხვა ეხება 2 მილიონი აშშ დოლარის "გაქრობის" საკითხს. საპასუხოდ საყვარელიძემ მოითხოვა, რომ დაკითხვაზე დაბარების შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნონ. "დაკითხვაზე უპრობლემოდ მივალ და დავეხმარები გამოძიებას", - წერს საყვარელიძე.
დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან 29 მარტს გაათავისუფლეს.