logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა იან კელის: მოგმართავთ, როგორც „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დიდ ქომაგს
- +

21 მარტი. 2017. 17:51



რეჟისორი გიორგი ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩს იან კელის მიმართავს:

 

„ბატონო ელჩო, მოგმართავთ, როგორც საქართველოში თავისუფალი მედიისა და კონკრეტულად ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დიდ ქომაგს და გულშემატკივარს.

 

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის გენერალური პროკურორის, უკაცრავად - გენერალური დირექტორის, წერილობითი ინსტრუქცია „რუსთავის 2"-ის დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და თავისუფლებისმოყვარე თანამშრომლებისთვის. გაახლებთ რა ბატონ გვარამიას განკარგულებების ორიგინალურ ტექტს და მის ინგლისურენოვან თარგმანს, გამოვთქვამ ღრმა და ყოვლისმომცველ შეშფოთებას საქართველოში დამოუკიდებელი მედიასაშუალების, კერძოდ - ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სარედაქციო თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხის გამო.

 

მინდა, მჯეროდეს, რომ ბატონ გვარამიას ეს უმსგავსო გამოხდომა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ობიექტური ჟურნალისტიკისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ, თქვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება. აღნიშნული ფაქტით თქვენი სამართლიანი გულისწყრომა, რომლის საჯაროდ გამოხატვის იმედი მაქვს, ხელს შეუწყობს ქართულ მედიაში პლურალისტული გარემოს შენარჩუნებას. ამასთან, მჯერა, რომ ამ მიმართულებით თქვენს ძალისხმევას საერთაშორისო საზოგადოება უყურადღებოდ არ დატოვებს და, შედეგად, საქართველოში მედიის თავისუფლებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე აღარ დაემუქრება. მადლიერებით და იმედით, საქართველოს მოქალაქე გიორგი ხაინდრავა", - ნათქვამია გოგა ხაინდრავას მიმართვაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner