კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, იეთიმ გურჯის ქ. N15-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს, 21 მარტის, 19:30-დან, 22 მარტის, ღამის 03:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
სოფელ ფონიჭალას.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.