საბურთალოზე ავტომობილის გატაცების მცდელობისთვის სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნაპოვნია გატაცებული ავტომობილი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა საბურთალოზე იარაღის მუქარით მამაკაცს „bmw"-ს მარკის ავტომობილი წაართვეს და გაიტაცეს.