logo_geo
eng_logo
საბურთალოზე ავტომობილის გატაცების მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს
- +

21 მარტი. 2017. 20:49



საბურთალოზე ავტომობილის გატაცების მცდელობისთვის სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნაპოვნია გატაცებული ავტომობილი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.


არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა საბურთალოზე იარაღის მუქარით მამაკაცს „bmw"-ს მარკის ავტომობილი წაართვეს და გაიტაცეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner