logo_geo
eng_logo
„ანა დოლიძეს რომ დავუჯეროთ პრეზიდენტს ვეტოს ტაძარი უნდა ავუშენოთ”
- +

21 მარტი. 2017. 21:17



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „კურიერის" პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ე. წ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით ისაუბრა.


 „ქ-ნ ანას (ანა დოლიძე) რომ დავუჯეროთ, პრეზიდენტს ვეტოს ტაძარი უნდა ავუშენოთ და მუხლები უნდა გადავიყვლიფოთ ვეტოზე ლოცვით. პრეზიდენტის ვეტო, რომ არ არსებობდეს, ალბათ, კაი ხნის დაღუპული იქნებოდა მთელი ჩვენი ქვეყანა. მოტივირებულს რომ ეძახიან ამ შენიშვნებს, არცთუ ისე მოტივირებული იყო.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულდება. სრულდება იმიტომ, რომ ამ სააგენტოს, რომელიც სსიპ-ის სახით იქმნება, არ აქვს გამოძიების ფუნქცია, ე. ი არის გამიჯნულია გამოძიებისგან და ამავდროულად, არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. თუ ერთ სიტყვას მაინც ასეთს ამოიკითხავთ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში, მაშინ უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს. ყველაფერი, რაც კი არის მიმართული ამ კონკრეტული კანონის კუთხით, არის აშკარად მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და სხვანაირად დაანახონ ეს ყველაფერი. თითქოს აი, ისევ უსმენენ და ისევ შეთქმულების თეორიამდე მივდივართ.

 

სინამდვილეში, ამის არანაირი საფუძველი არ არის. ერთადერთი რეალური, რაც ხდება, ხდება ის, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, აქ არის პარლამენტი, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა ამ საკითხზე , სამი მოსმენით მივიღეთ კანონი, რომელმაც მართლაც ოქროს შუალედში გაიარა იქ, სადაც არის ადამიანის უფლებები და საზოგადოების უსაფრთხოება",-განაცხადა მათიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner