logo_geo
eng_logo
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა
- +

21 მარტი. 2017. 22:27



Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო ლე რუ გადადგა. საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე წინასწარი გამოძიება დაიწყო იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო ლე რუმ პარლამენტარობის დროს თავისი შვილები თანაშემწეებად დაასაქმა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრუნო ლე რუს ორი შვილი, 15 და 16 წლის ასაკში, პარლამენტში მის თანაშემწეებად დაინიშნა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი შვილები მასთან „ზაფხულში ან არდადეგების დროს მუშაობდნენ, მაგრამ არა სრულ განაკვეთზე".


მიუხედავად ამისა, ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბრუნო ლე რუს შვილებმა საერთო ჯამში 55 ათასი ევრო გამოიმუშავეს ხელფასის სახით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევის გამო „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატს ფრანსუა ფიიონს ბრალი დასდეს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, როდესაც გაირკვა, რომ მას საპარლამენტო თანაშემწედ თავისი მეუღლე ფიქტიურად ჰყავდა გაფორმებული, რაშიც წლების განმავლობაში ანაზღაურების სახით 800 ათასი ევრო მიიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner