logo_geo
eng_logo
საბერძნეთის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე რვა ამანათი აღმოაჩინა
- +

21 მარტი. 2017. 23:25



სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე 8 ამანათი აღმოაჩინა, რომლებიც ევროპის ქვეყნებში უნდა გაგზავნილიყო. 


ნაპოვნი ყუთები იმ ამანათების იდენტურია, რომლებიც გასულ კვირას გერმანიის ფინანასთა სამინისტროსა და საფრანგეთში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში გააგზავნეს.


როგორც ცნობილია, პარიზში მომხდარი შემთხვევისას ერთი ადამიანი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ბერძნულმა მემარცხენე დაჯგუფებამ აიღო. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ათენის პოლიცია აღმოჩენილი 8 ამანათის ადრესატების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner