logo_geo
eng_logo
„მოსახლეობას პოპულისტი ლევან ხაბეიშვილის შენახვა პრემიებითა და დანამატებით 78 518, 25 ლარი დაუჯდა“
- +

21 მარტი. 2017. 23:43


 

„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ლევან ხაბეიშვილს თბილისის მერიაში მუშაობის პერიოდში ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით ჯამში აღებული აქვს 78 518.25 ლარი (2013, 2014, 2015 წლები).

დეტალურად:

ლევან ხაბეიშვილმა ქალაქ თბილისის მერიაში მუშაობა დაიწყო 2013 წლის (გიგი უგულავას მერობის პერიოდში) მაისში. 2013 წლის მხოლოდ 8 თვეში მან მიიღო:

ხელფასი - 13 770 ლარი;

პრემია - 9 000 ლარი;

დანამატი - 11 970,25 ლრი;

ჯამში 2013 წელს მიიღო 34 740,25 ლარი.

2014 წელს ლევან ხაბეიშვილმა იმუშავა მხოლოდ 9 თვე. (გიგი უგულავას მერობის პერიოდში იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით) მან მიიღო:

ხელფასი - 13 590 ლარი;

პრემია - 5 400 ლარი;

დანამატი - 13 590 ლარი;

ჯამში 2014 წელს მიიღო 32 580 ლარი.

ასევე საინტერესოა ის დეტალი, რომ 2013 წლის დეკემბერში (საახალწლოდ) ლევან ხაბეიშვილმა მიიღო ხელფასის დაახლოებით ხუთმაგი ოდენობის პრემია 5 400 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მან მიიღო:

ხელფასი - 1 800 ლარი;

პრემია - 5 400 ლარი;

დანამატი - 1 800 ლარი;

2015 წელს ლევან ხაბეიშვილმა გაასაჩივრა სამსახურიდან მისი გაშვება და მოხდა მისი აღდგენა. მან მიიღო:

ხელფასი - 899 ლარი;

დანამატი - 899 ლარი;

იძულებითი განაცდური - 5 400 ლარი;

ჯამში დედაქალაქის მოსახლეობას 17 თვის განმავლობაში ლევან ხაბეიშვილის შენახვა, მისი პრემიები და დანამატები დაუჯდა 78 518, 25 ლარი.

განსაჯოს დედაქალაქის მოსახლეობამ რამდენად სანდო და გულწრფელია ამ ადამიანის განცხადებები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან, პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით.

მხოლოდ დავამატებ ერთს, უტიფარი ნაციონალური მოძრაობის წევრების და მათი უტიფარი სატელიტი პარტიების უტიფარი განცხადებები ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ენით აღუწერელი პოპულიზმი და ემსახურება მათი ვიწრო პარტიული პოლიტიკური ვაგხანალიის ინტერესებს", - წერს აბესაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner